ცნობილია - რა უთხრა ლაშა ბექაურმა თანაგუნდელებს დიდი ფინალის წინ

გთავაზობთ ლაშა ბექაურის გამამხნევებელ და სამოტივაციო გამოსვლას დიდი ფინალის წინ რომელმაც საქართველს ნაკრებზე ბრწყინვალედ იმოქმედა

ივნ. 21, 2025 - 20:27
 0
ცნობილია - რა უთხრა ლაშა ბექაურმა თანაგუნდელებს დიდი ფინალის წინ
როგორც იცით, ბუდაპეშტის მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში ოქროს მედალი მოიპოვა.

გთავაზობთ ლაშა ბექაურის გამამხნევებელ და სამოტივაციო გამოსვლას დიდი ფინალის წინ, რომელმაც საქართველს ნაკრებზე ბრწყინვალედ იმოქმედა:

ყველა, გოგონები და ბიჭები ერთად გავედით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და რომ მოვიგოთ, ეს იქნება სენსაცია, ხვდებით? ღმერთს მადლობა და ღმერთი არის დღეს ჩვენთან, ხომ ყველა გრძნობთ ამას? მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ჩაერთოთ, ყოველ მისვლაში, ყოველ მოძრაობაში, ღმერთი ჩვენთან არის და აუცილებლად გამოგვივა ყველაფერი.

- თქვა ლაშა ბექაურმა და გუნდთან ერთად ლოცვა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა და პირველად შეძლო გუნდურში ოქროს მედლის დაუფლება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow