ცუნამის საფრთხის გამო ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის პერსონალის ევაკუაცია მოხდა

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარმა 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრით გამოწვეული  ცუნამის საფრთხის გამო ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის  ოპერატორმა კომპანია ტეპკომ პერსონალის ევაკუაცია განახორციელა. 2011 წლის 11 მარტს მომხდარი 9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა  და წარმოქმნილმა მასიურმა ცუნამიმ  ელექტროსადგური დაანგრია და რადიოაქტიური კატასტროფა გამოიწვია. კამჩატკის სანაპიროსთან მომხდარი  მიწისძვრის შემდეგ ცუნამის ტალღებმა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს მიაღწია. ამ დრომდე ცუნამის ყველაზე დიდი ტალღები დაფიქსირდა კალიფორნიის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სადაც ცუნამის შესახებ გაფრთხილება ძალაში რჩება. მიწისძვრის შედეგად ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული რუსეთსა და იაპონიაშიც.  იაპონიაში 2 მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ყველა კომერციული ნავსადგური დახურა და მაუის კუნძულზე რეისები გააუქმა.

ივლ. 30, 2025 - 14:57
 0
ცუნამის საფრთხის გამო ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის პერსონალის ევაკუაცია მოხდა

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარმა 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრით გამოწვეული  ცუნამის საფრთხის გამო ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის  ოპერატორმა კომპანია ტეპკომ პერსონალის ევაკუაცია განახორციელა.

2011 წლის 11 მარტს მომხდარი 9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა  და წარმოქმნილმა მასიურმა ცუნამიმ  ელექტროსადგური დაანგრია და რადიოაქტიური კატასტროფა გამოიწვია. კამჩატკის სანაპიროსთან მომხდარი  მიწისძვრის შემდეგ ცუნამის ტალღებმა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს მიაღწია.

ამ დრომდე ცუნამის ყველაზე დიდი ტალღები დაფიქსირდა კალიფორნიის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სადაც ცუნამის შესახებ გაფრთხილება ძალაში რჩება. მიწისძვრის შედეგად ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული რუსეთსა და იაპონიაშიც.  იაპონიაში 2 მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ყველა კომერციული ნავსადგური დახურა და მაუის კუნძულზე რეისები გააუქმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow