წავა თუ დარჩება - მესი "ინტერ მაიამისთან" ხელშეკრულებას ახანგრძლივებს?
მიდის თუ რჩება? - გაახანგრძლივებს თუ არა ლეო მესი ხელშეკრულებას "ინტერ მაიამისთან"

არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი ახლოს არის "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან, რაც მის მომავალს MLS-ში კიდევ უფრო გაამყარებს.
ცნობით, რომელსაც ავტორიტეტული იტალიელი ინსაიდერი ნიკოლო სკირა ავრცელებს, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ხოლო ახალი კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე იმოქმედებს. მესი "ინტერ მაიამის“ პრესტიჟული პროექტის სიმბოლოდ რჩება და სწორედ მასზეა გათვლილი კლუბის შემდეგი ისტორიული ეტაპი — ახალი სტადიონის გახსნა 2026 წელს.
მიმდინარე კონტრაქტი ძალაშია 2025 წლის ბოლომდე, ახალი ხელშეკრულების მიხედვით კი თანამშრომლობა, როგორც უკვე ვთქვით, 2026 წლის ბოლომდე გახანგრძლივდება.
ამ ეტაპზე მესი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობს, სადაც მეორე ტურში პორტოსთან გამარჯვების გოლი ჯარიმიდან გაიტანა (2:1).
What's Your Reaction?






