"წარსულიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი.." - ილია თოფურიას პუტინზე კითხვა დაუსვეს

"ჩემი წარსულიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი.." - ილია თოფურიას პუტინზე კითხვა დაუსვეს

აპრ. 12, 2025 - 01:26
 0
"წარსულიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი.." - ილია თოფურიას პუტინზე კითხვა დაუსვეს

UFC-ის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას ერთ-ერთ გადაცემაში კითხვა რუსეთის თემაზე დაუსვეს, რაზეც ილიამ შემდეგი პასუხი გასცა.

"რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი? ყოველთვის ვუჭერ მხარს მშვიდობას და მტკიცედ ვგმობ ძალადობასა და ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფას. მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად არ ვიცი მიმდინარე პროცესების სიღრმე, ჩემი გამოცდილებისა და ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა – რუსეთის ხელისუფლებისთვის ადამიანის ბედს მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ.

2008 წელს საქართველოში ვიყავი და საკუთარი თვალით ვიხილე, როგორ ექცეოდნენ ჩემს თანამემამულეებს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსული ხელისუფლება სახიფათოა და მათ ნდობა არ შეიძლება. აქ მხოლოდ მმართველ ელიტაზე მაქვს საუბარი – არა უბრალო მოქალაქეებზე. რუსეთი აგრესიული და დამპყრობელი ქვეყანაა.

საინტერესოა, რომ როდესაც ომი იწყება, ბრძოლის წინა ხაზზე ყოველთვის არარუს ეთნოსებს – ჩეჩნებს, დაღესტნელებსა და სხვებს გზავნიან. რთულად იპოვით ომში ნამდვილ რუსს. ეს ჯგუფები მათთვის მხოლოდ ინსტრუმენტებია. აძლევენ თანამდებობებს და ძალაუფლებას, თუმცა საბოლოოდ მათგან ყველაფრის უკან დაბრუნებას მოითხოვენ."


- თქვა თოფურიამ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow