წინ ფლამენგო ან ბაიერნია - კვარას პსჟ მეოთხედფინალში გავიდა

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალი, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს ბენეფისი ჰქონდა

ივნ. 30, 2025 - 00:57
 0
წინ ფლამენგო ან ბაიერნია - კვარას პსჟ მეოთხედფინალში გავიდა
სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალი, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს ბენეფისი ჰქონდა.

პარიზელებმა ლიონელ მესის ინტერ მაიამის პირველივე ტაიმში 4 უპასუხო გოლი გაუტანეს, მეორე ნახევარში კი ბურთი აღარ გასულა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და საბოლოო ჯამში გამოცემებისგან საშუალოდ 7.1 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

რაც შეეხება პარიზელთა მომავალ მეტოქეს, ის ფლამენგოსა და ბაიერნის წყვილში გაირკვევა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow