ხელფასის გაორმაგება მოითხოვა - ზამბო ანგისა შესაძლოა ნაპოლიში ბოლო დღეებს ითვლის
კამერუნელი ცენტრალური ნახევარმცველი, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა შესაძლოა „ნაპოლის“ რიგებში ბოლო დღეებს ითვლის. „კორიერე დელო...

ანგისა მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდეა „ნაპოლის“ მოთამაშე, თუმცა მის მიმართ ინტერესს როგორც ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლები, ასევე საუდის არაბეთის კლუბი „ალ კადისია“ იჩენენ. რამდენიმე დღეში კამერუნელი სავარაუდოდ გადაწყვეტს, დარჩეს თუ არა იტალიაში.
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ განაცხადა, რომ თურქულმა გრანდმა „ბეშიქთაშმა“ ფეხბურთელში 12 მილიონი ევრო შესთავაზა ნეაპოლურ კლუბს, მაგრამ იტალიელებმა წინადადება იუარეს.
ანგისა „ნაპოლიმ“ ჯერ 2021 წელს იჯარით დაიმატა ლონდონის „ფულჰემიდან“, ხოლო 2022 წელს მისი კონტრაქტი სრულად გამოისყიდა. მიმდინარე სეზონში ანგისამ სერია A-ში 35 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 6 გოლით და 5 ასისტით გამოიჩინა. Transfermarkt მისი საბაზრო ღირებულებას 27 მილიონ ევროდ აფასებს.
What's Your Reaction?






