ჯინ შაჰინი – საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი თავისუფლებას იმსახურებენ. „საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების გასამართლება და დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და ბევრი სხვა დაკავებული იმსახურებენ თავისუფლებას, ახლავე“, […]

ივნ. 25, 2025 - 08:27
 0
ჯინ შაჰინი – საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი თავისუფლებას იმსახურებენ.
„საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების გასამართლება და დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია. ბადრი ჯაფარიძე, , ზურაბ ჯაფარიძე, , , ირაკლი ოქრუაშვილი და ბევრი სხვა დაკავებული იმსახურებენ თავისუფლებას, ახლავე“, – წერს სენატორი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი საქართველოს” ორი ლიდერი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow