ჯუდ ბელინგემი სამეფო კლუბს ოქტომბრის ბოლომდე ვერ დაეხმარება

ჯუდ ბელინგემი, მადრიდის „რეალის“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, მხრის ოპერაციის გამო გუნდს ოქტომბრის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება...

აგვ. 12, 2025 - 19:57
 0
ჯუდ ბელინგემი სამეფო კლუბს ოქტომბრის ბოლომდე ვერ დაეხმარება
ჯუდ ბელინგემი, მადრიდის „რეალის“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, მხრის ოპერაციის გამო გუნდს ოქტომბრის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება, წერს AS.

ფეხბურთელმა დაზიანება 2023 წლის ნოემბერში „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში მიიღო, რის გამოც მოგვიანებით ოპერაცია გაუკეთდა. თავდაპირველად ბელინგემი ვარჯიშებს აგრძელებდა და ოპერაციის გადადებას ცდილობდა, თუმცა ახლა რეაბილიტაციას უწევს.

გასულ სეზონში ბელინგემმა 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 15 გოლი და დააგროვა 15 საგოლე გადაცემა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow