აარონ რემზი კარდიფის დროებითი მწვრთნელი იქნება
უელსელი კარდიფს სათავეში დროებით ჩაუდგება

კარდიფი ჩემპიონშიპის გასავარდნ ზონაშია და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, რემზი კი გუნდის გადარჩენას შეეცდება.
თავად რემზი ახლა კარდიფში თამაშობს, თუმცა ბოლო თამაშები ტრავმის გამო გამოტოვა. კლუბი ამჯერად ბოლოსწინა ადგილზეა და გასავარდნი ზონის დასაძლევად 1 ქულა სჭირდება.
კარდიფს დარჩენილი მატჩები ოქსფორდთან, ვესტ ბრომთან და ნორვიჩთან ელის.
What's Your Reaction?






