ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებით ამ დრომდე კლინიკაში რჩება

დღეს, საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული ახალგაზრდა, ლაშა-გურამ ღონღაძე სხვადასხვა დაზიანებით ამ დრომდე კლინიკაში რჩება. როგორც “ინტერპრესნიუსთან” ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა, ღონღაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების პასუხს ელოდებიან. მისი თქმით, დაშავებულ ახალგაზრდას სუნთქვა და გადაადგილება უჭირდა. „ახლაც კლინიკაში ვიმყოფები. ველოდებით კვლევის შედეგებს. უჭირდა სუნთქვა, გადაადგილება, ჰქონდა თავბრუს ხვევა. შიში გვქონდა, რომ ფილტვი […]

აპრ. 24, 2025 - 09:27
 0
ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებით ამ დრომდე კლინიკაში რჩება

დღეს, საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული ახალგაზრდა, ლაშა-გურამ ღონღაძე სხვადასხვა დაზიანებით ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა, ღონღაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების პასუხს ელოდებიან.
მისი თქმით, დაშავებულ ახალგაზრდას სუნთქვა და გადაადგილება უჭირდა.
„ახლაც კლინიკაში ვიმყოფები. ველოდებით კვლევის შედეგებს.
უჭირდა სუნთქვა, გადაადგილება, ჰქონდა თავბრუს ხვევა. შიში გვქონდა, რომ ფილტვი იყო გახეთქილი, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ დადასტურდა.
კვლევები ჩაუტარდა და ველოდებით პასუხს. ამ დრომდე პოლიციიდან არავინ დაგვკავშირებია, არც დაინტერესებულან მისი მდგომარეობით”, – განაცხადა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow