აზერბაიჯანის სუს-მა “ვაგნერის” 2 აზერბაიჯანელი წევრი დააკავა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ვაგნერის” დანაყოფის ორი აზერბაიჯანელი წევრი, 1991 წელს დაბადებული რამილ რამიზოღლუ ალიევი და 1974 წელს დაბადებული ისმაილ ბულუდხან ჰასანოვი დააკავა. ადგილობრივი მედიის, Azernews-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ აზერბაიჯანის მასშტაბით მრავალ კრიმინალურ დანაშაულში – კერძოდ, განზრახ მკვლელობასა და აზებაიჯანელი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულებში. ვაგნერის ყოფილი მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის მიერ პერსონალურად არჩეული ალიევი […]

ივლ. 11, 2025 - 12:57
 0
აზერბაიჯანის სუს-მა “ვაგნერის” 2 აზერბაიჯანელი წევრი დააკავა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ვაგნერის” დანაყოფის ორი აზერბაიჯანელი წევრი, 1991 წელს დაბადებული რამილ რამიზოღლუ ალიევი და 1974 წელს დაბადებული ისმაილ ბულუდხან ჰასანოვი დააკავა.
ადგილობრივი მედიის, Azernews-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ აზერბაიჯანის მასშტაბით მრავალ კრიმინალურ დანაშაულში – კერძოდ, განზრახ მკვლელობასა და აზებაიჯანელი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულებში.
ვაგნერის ყოფილი მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის მიერ პერსონალურად არჩეული ალიევი და ჰასანოვი მანამდე ადგილობრივ პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს, თუმცა ისინი ფულისა და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამ დროისთვის, მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს აზერბაიჯანის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow