,, ამას უყურა ალბათ 50-მა პოლიციელმა, რომლებიც არც კი შეტოკებულან” – ნათია ჩიქოვანი
ნათია ჩიქოვანი, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზიდან ძალით გამოიყვანეს და შემდეგ ფიზკურადაც იძალადეს მასზე, ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,უკვე გარეთ რომ ვიყავი გამოგდებული და ერთ-ერთ იქ მდგომ ზომბ პოლიციელს ვეუბნებოდი ცალ ფეხზე ფეხსაცმლის ჩაცმაც არ დამაცადეს ისე გამომაგდესთქო (მანამდე ბევრჯერ დავეცი ამ ღია ფეხსაცმლის გამო, ე.წ. პლათფორმა აქვს და ფეხი მიბრუნდებოდა თრევაში, რტყმაში, ჭყლეტვაში,) ამ დროს […] The post ,, ამას უყურა ალბათ 50-მა პოლიციელმა, რომლებიც არც კი შეტოკებულან” – ნათია ჩიქოვანი appeared first on .

ნათია ჩიქოვანი, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზიდან ძალით გამოიყვანეს და შემდეგ ფიზკურადაც იძალადეს მასზე, ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,უკვე გარეთ რომ ვიყავი გამოგდებული და ერთ-ერთ იქ მდგომ ზომბ პოლიციელს ვეუბნებოდი ცალ ფეხზე ფეხსაცმლის ჩაცმაც არ დამაცადეს ისე გამომაგდესთქო (მანამდე ბევრჯერ დავეცი ამ ღია ფეხსაცმლის გამო, ე.წ. პლათფორმა აქვს და ფეხი მიბრუნდებოდა თრევაში, რტყმაში, ჭყლეტვაში,) ამ დროს მეცა რომელიღაც მანდატური, მთელი ძალით მკრა ხელი, გამიზნულად, ძალით და ქვის იატაკზე დამახეთქა. ამას უყურა ალბათ 50-მა პოლიციელმა, რომლებიც არც კი შეტოკებულან…ცრემლები მომდიოდა თვალებიდან პოლიციელებს რომ ვუყურებდი ძირს დაგდებული და როგორ არ ინძრევითთქო ვეკითხებოდი.. არც ერთი არ განძრეულა…
ხო, ეს დალურჯებები სახლში მრავლდება და მრავლდება… ამ ფეხით დავასკდი ქვას და თავი ამიტომ არ დავარტყი…
ვერთ ერთმა მანდატურმა, ვერც
მანამდე და ვერც მერე (ერთი გამოვიჭირე მერე გარეთ) ვერ მიპასუხა რომელი კანონის რომელი მუხლით გაგვყარეს სასამართლოდან და გვირტყეს კიდე ზემოდან. ვერ ვათქმევინე რა მიზეზით გამოგვყარეს!
დანარჩენს ხვალ მოვყვები.”
სასამართლოს შენობაში ნაცემი ადამიანები – აქტივისტებს დაზიანებები აქვთ
The post ,, ამას უყურა ალბათ 50-მა პოლიციელმა, რომლებიც არც კი შეტოკებულან” – ნათია ჩიქოვანი appeared first on .
What's Your Reaction?






