ამერიკაში ახალი პოლიტიკური პარტიაა საჭირო – მასკი
Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორ ილონ მასკი პლატფორმა X-ზე მის მიერვე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება. “ხალხმა თავისი სიტყვა თქვა – ამერიკაში ახალი პოლიტიკური პარტიაა საჭირო, რომელიც შუაში მყოფ 80%-ს წარმოადგენს და ზუსტად 80% ეთანხმება. ეს ბედია”. – წერს მასკი სოციალურ ქსელში. მანამდე გამოქვეყნებულ გამოკითხვაში მან X-ის მომხმარებლებს შემდეგი კითხვა დაუსვა – “დადგა დრო ამერიკაში შეიქმნას […]


Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორ ილონ მასკი პლატფორმა X-ზე მის მიერვე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება.
“ხალხმა თავისი სიტყვა თქვა – ამერიკაში ახალი პოლიტიკური პარტიაა საჭირო, რომელიც შუაში მყოფ 80%-ს წარმოადგენს და ზუსტად 80% ეთანხმება. ეს ბედია”. – წერს მასკი სოციალურ ქსელში.
მანამდე გამოქვეყნებულ გამოკითხვაში მან X-ის მომხმარებლებს შემდეგი კითხვა დაუსვა – “დადგა დრო ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს იმ 80%-ს, რომელიც შუაში დგას?”.
მიმდინარე კვირაში SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება მოხდა.
NBC News-თან სატელეფონო საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ მასკი იმ დემოკრატ კანდიდატებს დააფინანსებს, რომლებიც სადავო საკანონმდებლო პაკეტს ეწინააღმდეგებიან, ამას “სერიოზული შედეგები” მოჰყვება.
tabula.ge
What's Your Reaction?






