"ამ შემთხვევაში ოლივეირასთან ვეღარ იჩხუბებს" - პიმბლეტის "სასაცილო" განცხადება
ილია თოფურია და პედი პიმბლეტი დიდი ხანია ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთ განცხადებას აკეთებენ - გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა...

ამერიკელმა მებრძოლმა თოფურია-ოლივეირას საჩემპიონო ბრძოლის წინ განაცხადა, რომ თუ თოფურიას სადმე გადაეყრება, დაანოკაუტებს.
"უმჯობესია ილია ფრთხილად იყოს, რადგან თუ მას ამ დღეებში გადავეყრები და სიტუაცია აირევა, შეიძლება დავანოკაუტო და ოლივეირასთან ვეღარ იჩხუბოს", - განაცხადა პიმბლეტმა.
შეგახსენებთ, ილია თოფურია სატიტულო ბრძოლას 29 ივნისს, UFC 317-ზე, ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს.
What's Your Reaction?






