“არასოდეს უცხოვრია საქართველოში ბედის უკუღმართობის გამო...”- რას წერს ანა ჯაბაური კონსტანტინე გამსახურდიას შვილზე

5 წელი გა­ვი­და, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მძი­მედ დაჭ­რეს. ამ დრომ­დე ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის. მის გვერ­დით მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი მისი მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რია, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.ამ­ჯე­რად ანა ახალ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ცოტ­ნე ძმის­შვილ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა. სა­უ­ბა­რია კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟ­ზე, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია უმ­ცროს­ზე, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს."არა­სო­დეს უცხოვ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბის გამო. შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ბოლო წლე­ბია გერ­მა­ნი­ა­ში, ბერ­ლინ­ში ცხოვ­რობს, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლობს, სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რომს ამ­ზა­დებს ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და ის­ტო­რი­ა­ში. არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი­სა და თარ­გმა­ნის ავ­ტო­რია უკვე. ჯერ მარ­ტო მის მიერ გერ­მა­ნულ ენა­ზე დიდი ბა­ბუ­ის "დი­ო­ნი­სოს ღი­მი­ლის” სა­უ­ცხოო თარ­გმა­ნი რად ღირს…ფი­ლო­სო­ფო­სი, ის­ტო­რი­კო­სი, მთარ­გმნე­ლი, მუ­სი­კო­სი, და, უბ­რა­ლოდ, კარ­გი ადა­მი­ა­ნი - ზრდი­ლი, თბი­ლი, ტკბი­ლი; ნამ­დვი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტი, ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი­თა და ევ­რო­პუ­ლი დახ­ვე­წი­ლო­ბით - ზვი­ად კონ­სტან­ტი­ნეს ძე გამ­სა­ხურ­დია უმ­ცრო­სი.ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც დიდ წი­ნა­პარ­თა გენი შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე ნამ­დვი­ლად არ ის­ვე­ნებს.პ.ს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­მოკ­ლე ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და და ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ბიძა მო­ი­ნა­ხუ­ლა, რაღა თქმა უნდა. შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, ძმის­შვი­ლე­ბი ცოტ­ნეს ფა­ვო­რი­ტი ვი­ზი­ტო­რე­ბი არი­ან" - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ორი ვაჟი ჰყავს - ზვი­ა­დი და დე­მეტ­რე. მათ შე­სა­ხებ 2 წლის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კონ­სტან­ტი­ნე ჰყვე­ბო­და:"ჩემი ერთი ვაჟი, ზვი­ა­დი ბერ­ლინ­შია, და­ას­რუ­ლა ბერ­ლი­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა უფ­როსს, დე­მეტ­რეს, ის შვე­ი­ცა­რი­ა­ში მუ­შა­ობს ხე­ლოვ­ნე­ბის, მუ­სი­კის პერ­ფორ­მან­სე­ბის სფე­რო­ში. თვი­თონ არის ავ­ტო­რი, შე­მოქ­მე­დი, მო­ნა­წი­ლე. მის და­წე­რილ ნა­წარ­მო­ე­ბებს უკ­რა­ვენ სხვე­ბი, ხან თვი­თო­ნაც ას­რუ­ლებს. ამა­ვე დროს სტუ­დენ­ტებს ას­წავ­ლის ფორ­ტე­პი­ა­ნოს.შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს დე­მეტ­რე, არის 32 წლის. ამ ქვე­ყა­ნა­ში 12 წელი ისე ვი­ცხოვ­რეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად, ფეხი არ ჩა­მოგ­ვიდ­გამს. ამის მერე კი­დევ 5 წელი ვი­ყა­ვით შვე­ი­ცა­რი­ა­ში, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მოვ­დი­ო­დი. პირ­ვე­ლად 2004 წელს ჩა­მო­ვე­დი. არ­ჩევ­ნებ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სხვა­თა შო­რის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი პარ­ტია "პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა", მაგ­რამ სა­არ­ჩევ­ნო ზღურ­ბლზე არ გა­დაგ­ვიშ­ვეს. ასე­თი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, ეს და­ა­დას­ტუ­რეს კი­დეც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ და თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა. პო­ლი­ტი­კუ­რი ნება იყო არ შე­ვეშ­ვით პარ­ლა­მენ­ტში და დაგ­ვაკ­ლეს 2 პრო­ცენ­ტი".

ივნ. 4, 2025 - 20:27
 0
“არასოდეს უცხოვრია საქართველოში ბედის უკუღმართობის გამო...”- რას წერს ანა ჯაბაური კონსტანტინე გამსახურდიას შვილზე
5 წელი გა­ვი­და, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მძი­მედ დაჭ­რეს. ამ დრომ­დე ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის. მის გვერ­დით მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი მისი მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რია, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ამ­ჯე­რად ანა ახალ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ცოტ­ნე ძმის­შვილ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა. სა­უ­ბა­რია კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟ­ზე, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია უმ­ცროს­ზე, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს.

"არა­სო­დეს უცხოვ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბის გამო. შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ბოლო წლე­ბია გერ­მა­ნი­ა­ში, ბერ­ლინ­ში ცხოვ­რობს, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლობს, სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რომს ამ­ზა­დებს ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და ის­ტო­რი­ა­ში. არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი­სა და თარ­გმა­ნის ავ­ტო­რია უკვე. ჯერ მარ­ტო მის მიერ გერ­მა­ნულ ენა­ზე დიდი ბა­ბუ­ის "დი­ო­ნი­სოს ღი­მი­ლის” სა­უ­ცხოო თარ­გმა­ნი რად ღირს…

ფი­ლო­სო­ფო­სი, ის­ტო­რი­კო­სი, მთარ­გმნე­ლი, მუ­სი­კო­სი, და, უბ­რა­ლოდ, კარ­გი ადა­მი­ა­ნი - ზრდი­ლი, თბი­ლი, ტკბი­ლი; ნამ­დვი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტი, ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი­თა და ევ­რო­პუ­ლი დახ­ვე­წი­ლო­ბით - ზვი­ად კონ­სტან­ტი­ნეს ძე გამ­სა­ხურ­დია უმ­ცრო­სი.ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც დიდ წი­ნა­პარ­თა გენი შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე ნამ­დვი­ლად არ ის­ვე­ნებს.

პ.ს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­მოკ­ლე ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და და ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ბიძა მო­ი­ნა­ხუ­ლა, რაღა თქმა უნდა. შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, ძმის­შვი­ლე­ბი ცოტ­ნეს ფა­ვო­რი­ტი ვი­ზი­ტო­რე­ბი არი­ან" - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ორი ვაჟი ჰყავს - ზვი­ა­დი და დე­მეტ­რე. მათ შე­სა­ხებ 2 წლის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კონ­სტან­ტი­ნე ჰყვე­ბო­და:

"ჩემი ერთი ვაჟი, ზვი­ა­დი ბერ­ლინ­შია, და­ას­რუ­ლა ბერ­ლი­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა უფ­როსს, დე­მეტ­რეს, ის შვე­ი­ცა­რი­ა­ში მუ­შა­ობს ხე­ლოვ­ნე­ბის, მუ­სი­კის პერ­ფორ­მან­სე­ბის სფე­რო­ში. თვი­თონ არის ავ­ტო­რი, შე­მოქ­მე­დი, მო­ნა­წი­ლე. მის და­წე­რილ ნა­წარ­მო­ე­ბებს უკ­რა­ვენ სხვე­ბი, ხან თვი­თო­ნაც ას­რუ­ლებს. ამა­ვე დროს სტუ­დენ­ტებს ას­წავ­ლის ფორ­ტე­პი­ა­ნოს.

შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს დე­მეტ­რე, არის 32 წლის. ამ ქვე­ყა­ნა­ში 12 წელი ისე ვი­ცხოვ­რეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად, ფეხი არ ჩა­მოგ­ვიდ­გამს. ამის მერე კი­დევ 5 წელი ვი­ყა­ვით შვე­ი­ცა­რი­ა­ში, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მოვ­დი­ო­დი. პირ­ვე­ლად 2004 წელს ჩა­მო­ვე­დი. არ­ჩევ­ნებ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სხვა­თა შო­რის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი პარ­ტია "პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა", მაგ­რამ სა­არ­ჩევ­ნო ზღურ­ბლზე არ გა­დაგ­ვიშ­ვეს. ასე­თი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, ეს და­ა­დას­ტუ­რეს კი­დეც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ და თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა. პო­ლი­ტი­კუ­რი ნება იყო არ შე­ვეშ­ვით პარ­ლა­მენ­ტში და დაგ­ვაკ­ლეს 2 პრო­ცენ­ტი".

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow