არსენალი თუ პსჟ? - კაპელომ ფავორიტი გუნდი დაასახელა

სამშაბათს, 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირებაში ლონდონის "არსენალი"...

აპრ. 26, 2025 - 11:57
 0
არსენალი თუ პსჟ? - კაპელომ ფავორიტი გუნდი დაასახელა
სამშაბათს, 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირებაში ლონდონის "არსენალი" საკუთარ მოედანზე საფრანგეთის გრანდ "პარი სენ-ჟერმენს" მიიღებს.

მატჩს წინ უძღოდა ცნობილი იტალიელი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს შეფასება, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება "არსენალის" ძალებს დაუთმო. მისი თქმით, ლონდონელები მზად არიან მაღალი დონის მატჩისთვის და მათში ისეთი მახასიათებლებია თავმოყრილი, რაც წარმატებისთვის აუცილებელია.

ორივე გუნდს მაღალი კლასის შემადგენლობა ჰყავს და ფიზიკური თვალსაზრისითაც კარგად გამოიყურებიან. თუმცა, ჩემთვის "არსენალის" მთავარი უპირატესობა გუნდური ხასიათია – იმ მუხტით, რაც მათ მოედანზე გადმოაქვთ, შეუძლიათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება.

თუ ფავორიტის დასახელებას მთხოვთ, ლონდონურ გუნდს ავირჩევ
,“ – განაცხადა კაპელომ.

მისივე თქმით, „მეთოფეები“ თამაშში ბრწყინვალედ ურთიერთობენ და სწრაფი ტემპით მოქმედებენ, რაც მათ თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდად აქცევს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow