არსენაშვილის და დიხამინჯიას 3-3 გოლი და ცინცაძის ორი ასისტი
საფრანგეთისა და პოლონეთის ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და თავი ქართველმა ხელბურთელებმაც გამოიჩინეს

საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი“ საკუთარ მოედანზე „აიქსს“ დაუპირისპირდა და სამი ბურთის სხვაობით 34:37 დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 10 ბურთით წააგეს, მეორე ნახევარში მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების წევრმა, ერეკლე არსენაშვილმაც შეიტანა, რომელაც 3 გოლი გაიტანა, მაგრამ „ტრემბლმა“ მეორე ტაიმის მხოლოდ 7 ბურთით მოგება მოახერხა და საბოლოოდ, მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
What's Your Reaction?






