არჩევნებში მონაწილეობა ელისაშვილისთვის ხაზარაძისა და ჯაფარიძის განსაცდელში არმიტოვების ტოლფასია

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, რომ მისთვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გვერდით დგომის ტოლფასია და ამ არჩევნებში არმონაწილეობა, მათი განსაცდელში მიტოვება. ამ პრინციპით, ისე ხომ არ გამოდის, რომ სხვა დაკავებულები, რომლებიც ბოიკოტის მომხრეები არიან, მიატოვეს პოლიტიკურიმა ლიდერებმა განსაცდელში? ან ისე ხომ არ გამოდის, რომ სულ ერთია […] The post არჩევნებში მონაწილეობა ელისაშვილისთვის ხაზარაძისა და ჯაფარიძის განსაცდელში არმიტოვების ტოლფასია appeared first on .

ივნ. 26, 2025 - 23:27
 0
არჩევნებში მონაწილეობა ელისაშვილისთვის ხაზარაძისა და ჯაფარიძის განსაცდელში არმიტოვების ტოლფასია

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, რომ მისთვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გვერდით დგომის ტოლფასია და ამ არჩევნებში არმონაწილეობა, მათი განსაცდელში მიტოვება.

ამ პრინციპით, ისე ხომ არ გამოდის, რომ სხვა დაკავებულები, რომლებიც ბოიკოტის მომხრეები არიან, მიატოვეს პოლიტიკურიმა ლიდერებმა განსაცდელში? ან ისე ხომ არ გამოდის, რომ სულ ერთია ხალხს რა უნდა ან რა არის სწორი და მთავარია, ისე უნდა მოიქცე, როგორც შენი პარტიის ლიდერებს სურს?  – ვერ გეტყვით, იმედია, ამაზე ოდესმე ალეკო ელისაშვილი თავად ისაუბრებს.

ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს. ამ ადამიანების პოზიცია იყო ეს, მე მათ გვერდით ვდგავარ და ამ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ…

…მეც შინაგანად ხან ვეთანხმებოდი, ხან არა, ხან მეგონა სწორი იყო და ხან არ მეგონა. პოლიტსაბჭოზეც ყველა მხარეს ვუსმენდი. ახლა კი ვარ ამ პოზიციაზე, ის ხალხი, ვინც არიან ციხეში, არიან ჩემი პოლიტიკური პარტნიორები, მჯერა, არ მჯერა, მორჩა, გათავდა, მე შევალ ამ ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც, რომ იყოს, მაინც შევალ, რადგან ეს ხალხი ამ პოზიციაზე იდგა,- განაცხადა ელისაშვილმა.

The post არჩევნებში მონაწილეობა ელისაშვილისთვის ხაზარაძისა და ჯაფარიძის განსაცდელში არმიტოვების ტოლფასია appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow