“არხი ვეღარ დაბრუნდება…”- რას წერს ეკა კვესიტაძე “მთავართან” დაკავშირებით

1 მაისიდან "მთავარი არხის" ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება. არხის თანამშრომლებმა 28 აპრილს, გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.ინფორმაციას არხის ჟურნალისტები და თანამშრომლები სოციალური ქსელებით ეხმაურებიან, ეკა კვესიტაძე წერს, რომ ამ არხმა და მისმა თავდადებულმა თანამშრომლებმა ძალიან ბევრ გამოწვევას გაუძლეს და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის თავდაუზოგავად იბრძოლეს.“ჩემთვის ისეთი რთულია “მთავარზე” წარსულში წერა, რომ ამ პოსტის დაწერაც მიჭირს. ძალიან ძნელია, რომ ბოლოს რეალობას ნებდები და ხვდები, რომ იმ ფორმით არხი ვეღარ დაბრუნდება. ახლა სხვას ვერაფერს დავწერ. მხოლოდ ერთს - რომ ამ არხმა და მისმა თავდადებულმა თანამშრომლებმა ძალიან ბევრ გამოწვევას გაუძლეს და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის თავდაუზოგავად იბრძოლეს.ეს ამბავი აუცილებლად ასე ჩაიწერება ამ ქვეყნის თავისუფალი მედიის ისტორიაში. ახლა ადგომის, წინ გახედვის და ახალი გეგმების დროა.”- წერს ეკა კვესიტაძე.

აპრ. 29, 2025 - 13:26
 0
“არხი ვეღარ დაბრუნდება…”- რას წერს ეკა კვესიტაძე “მთავართან” დაკავშირებით
1 მაისიდან "მთავარი არხის" ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება. არხის თანამშრომლებმა 28 აპრილს, გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.

ინფორმაციას არხის ჟურნალისტები და თანამშრომლები სოციალური ქსელებით ეხმაურებიან, ეკა კვესიტაძე წერს, რომ ამ არხმა და მისმა თავდადებულმა თანამშრომლებმა ძალიან ბევრ გამოწვევას გაუძლეს და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის თავდაუზოგავად იბრძოლეს.

“ჩემთვის ისეთი რთულია “მთავარზე” წარსულში წერა, რომ ამ პოსტის დაწერაც მიჭირს. ძალიან ძნელია, რომ ბოლოს რეალობას ნებდები და ხვდები, რომ იმ ფორმით არხი ვეღარ დაბრუნდება.

ახლა სხვას ვერაფერს დავწერ. მხოლოდ ერთს - რომ ამ არხმა და მისმა თავდადებულმა თანამშრომლებმა ძალიან ბევრ გამოწვევას გაუძლეს და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის თავდაუზოგავად იბრძოლეს.

ეს ამბავი აუცილებლად ასე ჩაიწერება ამ ქვეყნის თავისუფალი მედიის ისტორიაში. ახლა ადგომის, წინ გახედვის და ახალი გეგმების დროა.”- წერს ეკა კვესიტაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow