“არ გამოვა ამ 2 წლის მსუბუქ სასჯელად გასაღება” – ვარდიაშვილი

ჟურნალისტი, გამოცემა პუბლიკას დამფუძნებელი, ზურაბ ვარდიაშვილი: მზიას რომ არ გაათავისუფლებდნენ, ეგ იმთავითვე ცხადი იყო და ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, როცა სინდისის პატიმარი ქალი 8 ბადრაგმა შემოიყვანა და გარს შემოეხვია. არ გამოვა 4-7-ის ფონზე ამ 2 წლის მსუბუქ სასჯელად გასაღება, ვერც მოსამართლე, პროკურორები და ცრუმოწმეები დაუძვრებიან სამართლიან სასჯელს, როცა ამის დრო მოვა. მზია არათუ 2 წელი, 2 […] The post “არ გამოვა ამ 2 წლის მსუბუქ სასჯელად გასაღება” – ვარდიაშვილი appeared first on .

აგვ. 6, 2025 - 16:57
 0
“არ გამოვა ამ 2 წლის მსუბუქ სასჯელად გასაღება” – ვარდიაშვილი

ჟურნალისტი, გამოცემა პუბლიკას დამფუძნებელი, ზურაბ ვარდიაშვილი:

მზიას რომ არ გაათავისუფლებდნენ, ეგ იმთავითვე ცხადი იყო და ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, როცა სინდისის პატიმარი ქალი 8 ბადრაგმა შემოიყვანა და გარს შემოეხვია.
არ გამოვა 4-7-ის ფონზე ამ 2 წლის მსუბუქ სასჯელად გასაღება, ვერც მოსამართლე, პროკურორები და ცრუმოწმეები დაუძვრებიან სამართლიან სასჯელს, როცა ამის დრო მოვა.
მზია არათუ 2 წელი, 2 დღეც არ უნდა მჯდარიყო ციხეში. მისი ქმედება საერთოდ რომ არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ეს უკვე ყველა ბოროტი ქოცისთვისაც კი ცხადია. საღ აზრზე მყოფი ადამიანებისთვის კი, თავიდანვე ცხადი იყო.
საათნახევარში კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის განაჩენს ველოდებით.

The post “არ გამოვა ამ 2 წლის მსუბუქ სასჯელად გასაღება” – ვარდიაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow