ასე გამოხატავს კვარასადმი პატივისცემას - ნახეთ რისი უფლება მისცა ხვიჩას ოჯახს პარიზის მწვრთნელმა

“პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელთა მომზადება თავისუფალი რეჟიმით მიმდინარეობს.საფრანგეთის გავლენიანი სპორტული გამოცემა L’Équipe იტყობინება, რომ “პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკესა და სპორტული დირექტორის, ლუის კამპოშის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებს საშუალება მიეცათ, ოჯახები ლოს ანჯელესში თან წაეყვანათ.ამ გადაწყვეტილების მიზანი მოთამაშეებისთვის ემოციური დატვირთვის შემსუბუქებაა — სეზონის გადატვირთულ გრაფიკში ისინი მთელი დღეების მანძილზე სასტუმროში ჩაკეტილები აღარ იქნებიან და თავსაც უფრო თავისუფლად იგრძნობენ.“პსჟ“-ს ფეხბურთელები დილას ერთობლივი საუზმით იწყებენ, რასაც დღის მთავარი ვარჯიში მოჰყვება. ვარჯიშები დაგეგმილია შუადღისთვის, რათა ისინი სრულად შეესაბამებოდეს ადგილობრივი დროით კვირას, “ატლეტიკო მადრიდთან“ გასამართი მატჩის დაწყების საათს (12:00).ვარჯიშის შემდეგ მოთამაშეები სამედიცინო პროცედურებს გადიან, რის შემდეგაც მათ თავისუფალი დრო აქვთ. ეს ნიშნავს, რომ დღის მეორე ნახევარში ფეხბურთელები ან ქალაქში სეირნობენ, ან პირად საქმეებს აგვარებენ.“პარი სენ-ჟერმენი“ აშშ-ში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება და ევროპის ჩემპიონის სტატუსით სეზონის დასკვნით ეტაპს სრული მზადყოფნით ხვდება.

ივნ. 14, 2025 - 23:57
 0
ასე გამოხატავს კვარასადმი პატივისცემას - ნახეთ რისი უფლება მისცა ხვიჩას ოჯახს პარიზის მწვრთნელმა
“პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელთა მომზადება თავისუფალი რეჟიმით მიმდინარეობს.

საფრანგეთის გავლენიანი სპორტული გამოცემა L’Équipe იტყობინება, რომ “პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკესა და სპორტული დირექტორის, ლუის კამპოშის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებს საშუალება მიეცათ, ოჯახები ლოს ანჯელესში თან წაეყვანათ.

ამ გადაწყვეტილების მიზანი მოთამაშეებისთვის ემოციური დატვირთვის შემსუბუქებაა — სეზონის გადატვირთულ გრაფიკში ისინი მთელი დღეების მანძილზე სასტუმროში ჩაკეტილები აღარ იქნებიან და თავსაც უფრო თავისუფლად იგრძნობენ.

“პსჟ“-ს ფეხბურთელები დილას ერთობლივი საუზმით იწყებენ, რასაც დღის მთავარი ვარჯიში მოჰყვება. ვარჯიშები დაგეგმილია შუადღისთვის, რათა ისინი სრულად შეესაბამებოდეს ადგილობრივი დროით კვირას, “ატლეტიკო მადრიდთან“ გასამართი მატჩის დაწყების საათს (12:00).

ვარჯიშის შემდეგ მოთამაშეები სამედიცინო პროცედურებს გადიან, რის შემდეგაც მათ თავისუფალი დრო აქვთ. ეს ნიშნავს, რომ დღის მეორე ნახევარში ფეხბურთელები ან ქალაქში სეირნობენ, ან პირად საქმეებს აგვარებენ.

“პარი სენ-ჟერმენი“ აშშ-ში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება და ევროპის ჩემპიონის სტატუსით სეზონის დასკვნით ეტაპს სრული მზადყოფნით ხვდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow