“ასე როგორ გაიყიდეთ?! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!” – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას”
სააგენტო "პარალელი" “ასე როგორ გაიყიდეთ?! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!” – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მწვავე შეფასებებით და კონკრეტული შეკითხვების მიმართავს მმართველ პარტიას: “ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო… ასე როგორ გაიყიდეთ?! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?! არ იცით ვინ დაესხა თავს თავისუფლების მოყვარე ახალგაზდებს 9 აპრილს რუსთაველზე? ან როგორ უსირცხვილოდ იმეორებთ როდიონოვის ვერსიას, რომ ხალხი ჭყლეტაში მოყვაო? […] “ასე როგორ გაიყიდეთ?! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!” – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას” პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ასე როგორ გაიყიდეთ?! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!” – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას”
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მწვავე შეფასებებით და კონკრეტული შეკითხვების მიმართავს მმართველ პარტიას:
“ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო… ასე როგორ გაიყიდეთ?! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!
არ იცით ვინ დაესხა თავს თავისუფლების მოყვარე ახალგაზდებს 9 აპრილს რუსთაველზე? ან როგორ უსირცხვილოდ იმეორებთ როდიონოვის ვერსიას, რომ ხალხი ჭყლეტაში მოყვაო? მაგრამ არ მიკვირს თქვენგან!
გენერალი ლებედის – ცხრა აპრილის ერთ-ერთი ჯალათის მთავარ დამფინანსებელს – ივანიშვილს და მის რეჟიმს, რა საერთო გაქვთ 9 აპრილის გმირებთან ან საქართველოს თავისუფლებასთან?-არაფერი!
შეწყვიტეთ ძალადობა, ცრუ პროპაგანდა და ტალახის სროლა!
ეს ვერ გიშველით და გამოგიყვანთ კრიზისიდან.
თქვენთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
“ასე როგორ გაიყიდეთ?! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!” – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას”
პარალელი
What's Your Reaction?






