
“მეგობრებო, კარგად ვარ. ბევრნი მწერთ და ცალ-ცალკე რომ არ ვწერო, აქვე გიპასუხებთ ყველას.
აქციებზე გაზით ინტოქსიკაციის შესახებ ბევრმა დაწერა და მინდა მეც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რადგან ჩემს შემთხვევაში მწვავე შედეგები გამოვლინდა ცოტა გვიან და პიკს მიაღწია ამ დღეებში, თუმცა სიმპტომები მაშინვე, დეკემბერში სახეზე იყო. დამჭირდა ჰოსპიტალიზაცია სისხლის ანალიზში თრომბოციტების მკვეთრი ვარდნის გამო. სიმპტომები იყო ძირითადად ძლიერი სისუსტე, სისხლჩაქცევები და წითელი წინწკლები კანზე, ჭრილობებიდან გადაჭარბებული სისხლდენა. დროულად ვერ მოვახერხე ექიმთან მისვლა და შედეგად, ჩემი მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა, საბედნიეროდ, მკურნალობას დაექვემდებარა და უკეთ ვარ.
ამას იმიტომ არ ვწერ, რომ შეგაშინოთ, მაგრამ მოვალეობად მიმაჩნია, გაგაფრთხილოთ ვინც აქციებზე იყავით გაზის გაშვების დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში ყურადღებით იყოთ.
სისხლში თრომბოციტების მკვეთრმა დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევა არა მხოლოდ კანზე, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში, მათ შორის ტვინში და დამთავრდეს ლეტალურად.
ფაქტობრივად ხალხი სასიკვდილოდ დაგვწამლეს და ისე გაგვძარცვეს, რომ მკურნალობის ფულიც აღარ დაგვიტოვეს. ამიტომ, გთხოვთ ვისაც საშუალება გაქვთ, აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევები და ვისაც არა, ერთობლივი ძალებით მოვიძიოთ რესურსი“ – წერს ნინო ხარჩილავა სოციალურ ქსელში.