აქციის მონაწილეების ცნობით, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აქციის 2 მონაწილე დააკავა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, სამართალდამცავებმა მოქალაქეები დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე დააკავეს — ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გამოსვლა დაკავშირებულია გუშინ, აღდგომის საღამოს, გიორგი ორთოიძისა და მიხეილ სამხარაძის დაკავებასთან. მათი მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ პარლამენტთან და პროტესტის ნიშნად ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ, თავისი ძალოვანი სტრუქტურების მობილიზებით, გზის სავალი ნაწილი აქციის […]

აპრ. 21, 2025 - 16:27
 0
აქციის მონაწილეების ცნობით, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აქციის 2 მონაწილე დააკავა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, სამართალდამცავებმა მოქალაქეები დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე დააკავეს — ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გამოსვლა დაკავშირებულია გუშინ, აღდგომის საღამოს, გიორგი ორთოიძისა და მიხეილ სამხარაძის დაკავებასთან. მათი მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ პარლამენტთან და პროტესტის ნიშნად ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ, თავისი ძალოვანი სტრუქტურების მობილიზებით, გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გაათავისუფლა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow