აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს – თურქეთში აშშ-ის ელჩი

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს, – ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა ჟურნალისტებს განუცხადა. თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერევანსა და ბაქოს ზანგეზურის დერეფნის მართვის აშშ-სთვის გადაბარება შესთავაზა. „ისინი 32 კილომეტრიანი გზის შესახებ კამათობენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო საკითხი არ […]

ივლ. 15, 2025 - 14:27
 0
აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს – თურქეთში აშშ-ის ელჩი

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს, – ამის შესახებ თურქეთში -ის ელჩმა, ტომ ბარაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით ს ადმინისტრაციამ ერევანსა და ბაქოს ზანგეზურის დერეფნის მართვის აშშ-სთვის გადაბარება შესთავაზა.
„ისინი 32 კილომეტრიანი გზის შესახებ კამათობენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის. 32 კილომეტრიანი გზის საკითხი უკვე ათწლეულებია გაჭიანურებულია“, – განაცხადა ბარაკმა.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ დერეფნის მართვის გადაბარებისას საუბარია ასწლიანი იჯარის შესახებ.
„ასე რომ, რაც ხდება ის არის, რომ საქმეში ამერიკა ერევა და ამბობს: „კარგი, კონტროლს ჩვენ ავიღებთ. მოგვეცით 32 კილომეტრის სიგრძის გზა ასწლიანი იჯარით და ყველას შეგიძლიათ მისით ისარგებლოთ“, – აღნიშნა თურქეთში აშშ-ის ელჩმა.
Ipn.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow