აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული რ.ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების, „პრეგაბალინის“ შემცველი 1581 კაფსულა აღმოაჩინეს. პოლიციამ რ.ო. ბრალდებულის სახით დააკავა“, - აცხადებენ შსს-ში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აპრ. 24, 2025 - 18:27
 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული რ.ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების, „პრეგაბალინის“ შემცველი 1581 კაფსულა აღმოაჩინეს. პოლიციამ რ.ო. ბრალდებულის სახით დააკავა“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow