"ახალგაზრდა სუპერვარსკვლავია" - დენა უაითის დიდებული შეფასება ილია თოფურიას

ილია თოფურიას საოცარ გამარჯვებას დენა უაითი დიდი ოვაციებით შეხვდა

ივნ. 29, 2025 - 20:57
 0
"ახალგაზრდა სუპერვარსკვლავია" - დენა უაითის დიდებული შეფასება ილია თოფურიას
დღეს დილით, UFC 317-ზე ილია თოფურიამ მაყურებელს ზუსტად ის ანახა, რისი პირობაც ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა.

ქართველმა ჩემპიონმა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გასაოცარი ნოკაუტით დაამარცხა და მეორე დივიზიონის ქამრის მფლობელიც გახდა.

აღნიშნულს დიდი აღტაცებით და ოვაციებით შეხვდა ორგანიზაციის პრეზიდენტი, დენა უაითი, რომელმაც ილიას ასეთი შეფასება მისცა:

მან ის გააკეთა, რაც თქვა, ბრძოლა პირველივე რაუნდში მოიგო. ის სრულყოფილი მებრძოლია. კარგია როგორც მიწაზე, ასევე გრეპლინგის დროსაც. ის ახალგაზრდა სუპერვარსკვლავია. შეხედეთ მის ბოლო სამ ბრძოლას, სამი უდავო ლეგენდა დაამარცხა. არ ვიცი, პადი პიმბლეტი ბრძოლის დასრულების შემდეგ ოქტაგონზე ვინ აუშვა, ილიასა და მის შეხვედრაზე არ ვფიქრობ.

- თქვა UFC-ის პრეზიდენტმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow