„ახლანდელი ფასი პრაქტიკულად თვითღირებულებაა და ფერმერები გაყიდვისგან თავს იკავებენ, რადგან ასე სესხსაც ვერ გადაიხდიან“

„ახლანდელი ფასი პრაქტიკულად თვითღირებულებაა და ფერმერები გაყიდვისგან თავს იკავებენ, რადგან ასე სესხსაც ვერ გადაიხდიან“, – „ბიზნესპრესნიუსთან“ ამის შესახებ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხორბლის მოსავლის აღების პროცესში რამდენიმედღიანი ჩავარდნა იყო, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. „რამდენიმე დღე ჩავარდნა იყო, თუმცა მოსავლის აღება განახლდა და ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს. ჩემი […]

ივლ. 11, 2025 - 12:57
 0
„ახლანდელი ფასი პრაქტიკულად თვითღირებულებაა და ფერმერები გაყიდვისგან თავს იკავებენ, რადგან ასე სესხსაც ვერ გადაიხდიან“

„ახლანდელი ფასი პრაქტიკულად თვითღირებულებაა და ფერმერები გაყიდვისგან თავს იკავებენ, რადგან ასე სესხსაც ვერ გადაიხდიან“, – „ბიზნესპრესნიუსთან“ ამის შესახებ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხორბლის მოსავლის აღების პროცესში რამდენიმედღიანი ჩავარდნა იყო, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„რამდენიმე დღე ჩავარდნა იყო, თუმცა მოსავლის აღება განახლდა და ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს. ჩემი გამოთვლებით, პროცესი კიდევ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ფასებსა და ზოგად მოცემულობებზე უფრო დაზუსტებით საუბარი შეგვეძლება.

უშუალოდ ამ მომენტში კი ფასების ნაწილში ასეთი ვითარებაა – გადამყიდველები მცირე ფერმერებს კილოგრამ ხორბალში 60 თეთრის ფარგლებში სთავაზობენ, რაც პრაქტიკულად თვითღირებულებაა და ფერმერები გაყიდვისგან თავს იკავებენ, რადგან ასე სესხსაც ვერ გადაიხდიან.
ცხადია, გაყიდვისგან თავს იკავებენ იმის იმედით, რომ როდესაც მოსავალს სრულად აიღებენ, ფასი გაიზრდება და გაყიდვას რეალური აზრი ექნება“, – განაცხადა ბენიაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow