ბათუმის თოჯინების თეატრის გასტროლი ბულგარეთში
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ბულგარეთში საერთაშორისო გასტროლზე გაემგზავრა. თეატრი ქალაქ იამბოლში რეჟისორ ირაკლი კიკვიძის პირველ თოჯინურ სპეკტაკლს წარადგენს სახელწოდებით " ელისი საოცრებათა ქვეყანაში ". ფესტივალისთვის ეს 24 - ე სეზონია და ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნება. მასში ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქის თეატრები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე ფესტივალში თურქეთიდან " თეატრი ტემპო" იქნება წარმოდგენილი. საქართველოდან კი მხოლოდ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი. ფესტივალი საკონკურსოა და გამარჯვებულებს 26 აპრილს დააჯილდოებენ.

What's Your Reaction?