ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს 13:00 საათზე გაგრძელდება. საქმეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. უცნობია ვისი გამოკითხვით გაგრძელდება პროცესი, ამ ეტაპზე სასამართლო სხდომებზე ისევ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია. მზია ამაღლობელის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კერძო ადვოკატები იცავენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს 13:00 საათზე გაგრძელდება. საქმეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
უცნობია ვისი გამოკითხვით გაგრძელდება პროცესი, ამ ეტაპზე სასამართლო სხდომებზე ისევ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია.
მზია ამაღლობელის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კერძო ადვოკატები იცავენ.
What's Your Reaction?






