„ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა – სუს-ში აცხადებენ, რომ საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „ბათუმი მოლში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული, სადაც მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, უწყება უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს. „საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, ბათუმი მოლში მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები“, – აღნიშნეს უწყებაში.


ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „ბათუმი მოლში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული, სადაც მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, უწყება უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს.
„საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, ბათუმი მოლში მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები“, – აღნიშნეს უწყებაში.
What's Your Reaction?






