ბათუმში “სმარტის” მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
„სმარტი“ ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ქალაქში მეხუთე სუპერმარკეტს ხსნის. ზაფხულის ბოლომდე „სმარტი“ ზესტაფონსა და ქუთაისშიც გაიხსნება და მთელი საქართველოს მასშტაბით გაშლილი 50 სუპერმარკეტით „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა საჭირო პირობას შექმნის. „მოხარული ვართ, რომ ზაფხულის ყველაზე ცხელ სეზონს ბათუმში „სმარტის“ უკვე 5 სუპერმარკეტით შევხვდით. ჩვენთვის სტრატეგიულად […]


„სმარტი“ ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ქალაქში მეხუთე სუპერმარკეტს ხსნის. ზაფხულის ბოლომდე „სმარტი“ ზესტაფონსა და ქუთაისშიც გაიხსნება და მთელი საქართველოს მასშტაბით გაშლილი 50 სუპერმარკეტით „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა საჭირო პირობას შექმნის.
„მოხარული ვართ, რომ ზაფხულის ყველაზე ცხელ სეზონს ბათუმში „სმარტის“ უკვე 5 სუპერმარკეტით შევხვდით. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია “სმარტის” ქსელის რეგიონალური განვითარება და ჩვენი ესკლუზიური იმპორტის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის შეთავაზება საქართველოს ყველა კუთხეში მოგზაურობისას. “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად „სმარტში“ სტუმრობა მომხმარებელს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას უქმნის. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრები ხშირად „სმარტის“ სუპერმარკეტის გარდა „ვინტოს“ ავტომომსახურებას, „საბვეის“, „ვენდისისა“ და „დანკინის“ ამერიკულ რესტორნებსაც მოიცავს, რაც ჩვენი კორპორაციული უპირატესობაა”, – აცხადებს “ვისოლისა“და “სმარტის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
„სმარტი“„ვისოლის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და „ვისოლის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააგროვონ ქულები თითოეული ტრანზაქციისას, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები. დაგროვებული ქულების გამოიყენება კი შესაძლებელია როგორც „სმარტის“ ქსელში, ასევე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვინტოს“ ავტომომსახურების ობიექტებში. შესაბამისად, ლოიალობის სისტემა წარმოადგენს ერთიან ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებელს ერთგულებისათვის მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს.
„ვისოლმა“ ბოლო წლებში „სმარტის“ ქსელის განვითარება საშუალო ფორმატის სუპერმარკეტებით განაგრძო ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. „სმარტის“ თითქმის ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე საკუთარი იმპორტის ექსკლუზიური პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტს“ შეფ ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით დამზადებული სენდვიჩების და ჰოთდოგის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის ყველაზე გემრიელი არჩევანი აქვს.
What's Your Reaction?






