"ბაიერნიდან გამორჩეული ტალანტი დავიმატეთ" - ლუკა პარკაძეს ახალი კლუბი ჰყავს

"ბაიერნიდან გამორჩეული ტალანტი დავიმატეთ" - ლუკა პარკაძეს ახალი კლუბი ჰყავს

აგვ. 27, 2025 - 02:57
 0
"ბაიერნიდან გამორჩეული ტალანტი დავიმატეთ" - ლუკა პარკაძეს ახალი კლუბი ჰყავს

20 წლის ქართველი შემტევი ლუკა პარკაძე მიუნხენის "ბაიერნს“ ტოვებს და კარიერას ზალცბურგის "ავსტრიაში“ განაგრძობს, – ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა salzburg24 ავრცელებს.

"ავსტრიის“ წარმომადგენლებმა მიუნხენის გრანდის აკადემიის აღზრდილი ოფიციალურად დაიმატეს და კონტრაქტის გაფორმება უახლოეს დღეებში იგეგმება. კლუბის მიზანია ახალ სეზონში ლიგაში ადგილის შენარჩუნება და სწორედ ამ ბრძოლაში დაეხმაროს პარკაძე.

პარკაძე რამდენიმე წლის წინ ევროპის 40 ყველაზე პერსპექტიულ ტალანტს შორის დასახელდა. მან წარმატებული პერიოდი „ადმირაში“ გაატარა, თუმცა ბოლო სეზონებში განსაკუთრებული პროგრესი არ აღუნიშნავს. ახლა მას „იისფერებში“ შეტევითი ხაზის გაძლიერება ევალება.

"პირველ რიგში, მისი სისწრაფე იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც გადავწყვიტეთ მისი დამატება,“ – აღნიშნა „ავსტრიის“ სპორტულმა დირექტორმა როლანდ კირხლერმა.

გუნდში მიაჩნიათ, რომ ქართველი შემტევი კლუბის ერთ-ერთი მთავარი იარაღი გახდება და პროფესიულ საფეხბურთო დონეზე თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას შეძლებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow