ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭავჭავაძის გამზირზე, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში სანდრო წივწივაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულ 28 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გელა უძილაურმა სწორედ სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან მოკლა ჯანგველაძე და დაჭრა მისი მძღოლი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული […]

მაი. 25, 2025 - 02:27
 0
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭავჭავაძის გამზირზე, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში სანდრო წივწივაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულ 28 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას ედავებიან. -ს ინფორმაციით, გელა უძილაურმა სწორედ სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან მოკლა ჯანგველაძე და დაჭრა მისი მძღოლი.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებულ ლ.ჯ. -ს მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს.
ს.წ. – ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა გ.უ. -მ ლ.ჯ. სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში ს.წ. -ზე იყო რეგისტრირებული.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის გარდა, ს.წ-ზე რეგისტრირებული ცეცხსასროლი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითაც დადასტურდა, რომ ს.წ – მ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.
საქმეზე გამოძიება მ.ჯ-ს განზარ მკვლელობის, მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow