ბრიუსელის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკა - შეფასებები

ბრიუსელში მიმდინარე განხილვები, იმის შესახებ, რომ ბრიუსელი 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურას ამარტივებს, მეორე დღეა შეფასებების თემაა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს. მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ ამ საკითხზე შეთანხმებას მანამდე მიაღწიონ, ვიდრე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირი იმარტივებს პროცედურას, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი გარკვეულ ქვეყნებთან შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს.

აპრ. 17, 2025 - 20:27
 0
ბრიუსელის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკა - შეფასებები

ბრიუსელში მიმდინარე განხილვები, იმის შესახებ, რომ ბრიუსელი 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურას ამარტივებს, მეორე დღეა შეფასებების თემაა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ ამ საკითხზე შეთანხმებას მანამდე მიაღწიონ, ვიდრე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირი იმარტივებს პროცედურას, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი გარკვეულ ქვეყნებთან შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow