"ბრუნო დიდი მაგალითია იმისა, რომ.." - მატეუშ კუნიას აღიარება მანჩესტერის კაპიტანს

ერთ-ერთ მონაკვეთში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მანჩესტერის კაპიტან ბრუნო ფერნანდეშზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა

ივნ. 15, 2025 - 22:27
 0
"ბრუნო დიდი მაგალითია იმისა, რომ.." - მატეუშ კუნიას აღიარება მანჩესტერის კაპიტანს
მანჩესტერ იუნაიტედმა ვულვერჰემპტონიდან მატეუშ კუნია ოფიციალურად გაიფორმა, რასაც თან მოჰყვა ფეხბურთელთან ჩაწერილი არაერთი ინტერვიუ გულშემატკივრებთან წარსადგენად.

ერთ-ერთ მონაკვეთში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მანჩესტერის კაპიტან ბრუნო ფერნანდეშზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ვფიქრობ, პრემიერ ლიგაში ბრუნო ყველასთვის დიდი მაგალითია იმ კუთხით თუ როგორ უნდა გამოიყენო იმ კლუბის მაისური, რომელშიც თამაშობ. მის შიგნით ყოველთვის დიდი ვნება იგრძნობა.

- თქვა კუნიამ.

აქვე გეტყვით ბრუნოზე იმას, რომ სულ ცოტა ხნის წინ პორტუგალიელს არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიუვიდა, თუმცა ფერნანდეშმა თავად თქვა ტრანსფერზე უარი და მანჩესტერში დარჩენა ამჯობინა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow