ბურგუნდიის რეგიონში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
საფრანგეთში, ბურგუნდიის რეგიონში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის პრეზენტაციას და პროფესიულ დეგუსტაციას ფრანგი ღვინის ექსპერტი კლემანს ჟირო (Clemence Giraud) უძღვებოდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ნუი-სენ-ჟორჟის (Nuits-Saint-Georges) მხარეში გამართულ ღონისძების 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ HoReCa და ღვინის ტურიზმის სექტორების წარმომადგენლები, სომელიეები, ბაიერები, ღვინის მწარმოებლები, დარგის ადგილობრივი ექსპერტები და ჟურნალისტები. […]


საფრანგეთში, ბურგუნდიის რეგიონში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.
ქართული ღვინის პრეზენტაციას და პროფესიულ დეგუსტაციას ფრანგი ღვინის ექსპერტი კლემანს ჟირო (Clemence Giraud) უძღვებოდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნუი-სენ-ჟორჟის (Nuits-Saint-Georges) მხარეში გამართულ ღონისძების 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ HoReCa და ღვინის ტურიზმის სექტორების წარმომადგენლები, სომელიეები, ბაიერები, ღვინის მწარმოებლები, დარგის ადგილობრივი ექსპერტები და ჟურნალისტები.
„ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთში მოღვაწე მეცნიერის, ნატო მამუკაშვილის ახალი წიგნის „ბურგუნდიის ტერუარები და ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ, ისევე როგორც ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციული მეთოდს UNESCO-მ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია ბურგუნდიის ტერუარებიც.
ღონისძიების სტუმრებისთვის გაიმართა დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის აკვანი” ჩვენება; დასასრულს, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო ბურგუნდიულ სამზარეულოსთან შეხამებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






