გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. როგორც unicef-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფონდმა  მიზნობრივი კვლევა მოზარდების უნარებისა და ძირითადი კომპეტენციების შესახებ საქართველოს შვიდ რეგიონში ჩაატარა. კვლევის მიხედვით,  აღინიშნება, რომ ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას, განათლებას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას. დოკუმენტში ჩამოთვლილია მკვეთრად გამოხატული პრობლემების შესახებ. კვლევის შედეგებში  აღნიშნულია, რომ მოსწავლეებში ძირითადი კომპეტენციების ეფექტიანად განვითარებისათვის აუცილებელია ფორმალური განათლების გაძლიერება სკოლამდელი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით და არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების მხარდაჭერა.

ივლ. 16, 2025 - 19:27
 0
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. როგორც unicef-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფონდმა  მიზნობრივი კვლევა მოზარდების უნარებისა და ძირითადი კომპეტენციების შესახებ საქართველოს შვიდ რეგიონში ჩაატარა.

კვლევის მიხედვით,  აღინიშნება, რომ ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას, განათლებას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას. დოკუმენტში ჩამოთვლილია მკვეთრად გამოხატული პრობლემების შესახებ.

კვლევის შედეგებში  აღნიშნულია, რომ მოსწავლეებში ძირითადი კომპეტენციების ეფექტიანად განვითარებისათვის აუცილებელია ფორმალური განათლების გაძლიერება სკოლამდელი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით და არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების მხარდაჭერა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow