“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

სააგენტო "პარალელი" “გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, კომისიას ჩატარებული აქვს 40-ზე მეტი სხდომა და გამოკითხულია 150-მდე პირი. მისი თქმით, კომისია მუშაობას სამი წევრის ფორმატში გააგრძელებს, როდესაც კომისიის სამ-სამი წევრი სხვადასხვა პირის გამოკითხვას ატარებს: „ჩვენ ამოვწურავთ საჯარო სხდომის ფორმატში მუშაობას, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას მოქალაქეების განცხადებებსა და სამი წევრის ფორმატში […] “გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი პარალელი

ივნ. 27, 2025 - 01:57
 0
“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

სააგენტო "პარალელი"
“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, კომისიას ჩატარებული აქვს 40-ზე მეტი სხდომა და გამოკითხულია 150-მდე პირი. მისი თქმით, კომისია მუშაობას სამი წევრის ფორმატში გააგრძელებს, როდესაც კომისიის სამ-სამი წევრი სხვადასხვა პირის გამოკითხვას ატარებს:

ჩვენ ამოვწურავთ საჯარო სხდომის ფორმატში მუშაობას, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას მოქალაქეების განცხადებებსა და სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით.

450 გვერდი დასკვნის პროექტის სახით მზად არის, თუმცა დოკუმენტს გადამუშავება და რედაქტირება სჭირდება.

სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ კომისიის უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით, 5 აგვისტომდე გაგრძელება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისათვის: თეა წულუკიანის ინფორმაციით, კომისიას დარჩენილი აქვს ორი სხდომა – 30 ივნისსა და 2 ივლისს.

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow