გიორგი ქოჩორაშვილი სასტუმრო ბილთმორში პროექტის, „ფეხბურთი გონების თამაშის“ ფარგლებში გულშემატკივრებს, ახალგაზრდა მოთამაშეებს და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდა.
რას ნიშნავს ჩემთვის „კაპიტანი ამერიკას“ აღნიშვნა? ეს არაა მხოლოდ „მარველის“ პერსონაჟის წარმოჩენა. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ სუსტი ვიყავი და ევროპული ფეხბურთისთვის მზად არ ვიქნებოდი. საქართველოში გამართული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისიც მითხრეს, რომ მზად არ ვიყავი საქართველოს ჩემპიონატისთვისაც.
„კაპიტანი ამერიკა“ გამბედაობის მაგალითია. რომელიც თავისი სიძლიერით ცდილობს თავის ხალხს და მსოფლიოს დაეხმაროს. ჩემი პრინციპებიც იგივეა – გამბედაობა, შრომა და დისციპლინა. რომც გითხრან – არ ხარ საუკეთესო, არ ხარ მზად, მხოლოდ იმაზე იმუშავეთ, რაც გიყვართ და თუ სწორი გეზი გაქვთ აღებული, შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.
- თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან გიორგი სპორტინგის ფეხბურთელი გახდება.