გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ – გური სულთანიშვილი

„გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ. როდესაც შანტაჟის რაიმე ფორმას წაჰყვები, იქ მიშა სააკაშვილს რაც დაემართა დაახლოებით ის დაგემართება“-ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის გამოსავალი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. „რამდენიმე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. თუნდაც, მე მახსოვს [გამჭვირვალობის] კანონს რომ ვიღებდით, 27 […]

აპრ. 18, 2025 - 03:27
 0
გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ – გური სულთანიშვილი

„გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ. როდესაც შანტაჟის რაიმე ფორმას წაჰყვები, იქ მიშა სააკაშვილს რაც დაემართა დაახლოებით ის დაგემართება“-ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის გამოსავალი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
„რამდენიმე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. თუნდაც, მე მახსოვს [გამჭვირვალობის] კანონს რომ ვიღებდით, 27 ქვეყნის ელჩი რომ დალაგდა ერთხმად და კანონზე, რომლებიც ზოგი თვითონ ჰქონდათ, ზოგი უფრო მძაფრი, FARA საერთოდ უფრო ძლიერი იყო ამ მიმართულებით, რას გვეუბნებოდნენ?! -ჩვენთვის შეიძლება, თქვენთვის არ შეიძლება. სტატუსის მინიჭების ამბავი, მოლდოვას და ს მიანიჭეს და ჩვენ მოგვანიჭეს პერსპექტივა. მსოფლიო ბანკის თუ სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასებით, მმართველობის პარამეტრების და ინდიკატორების დათვლით, ყველა პარამეტრში ამ ორივე ქვეყანაზე წინ ვიყავით. ეს არის ცალსახად უსამართლობა“- განაცხადა გური სულთანიშვილმა.
Previous: აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow