გამოხმაურება ერთ-ერთი ბანკის გადაწყვეტილებაზე

„საქართველოს ბანკმა“ რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის შეზღუდვები დააწესა -  რუსული გამოცემის (РБК) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი კლიენტები ბანკის ბარათით ძვირადღირებულ მაღაზიებში 300 დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას  21 მაისიდან ვეღარ ყიდულობენ. რუსული მედია აღნიშნავს, რომ შეზღუდვა რუსეთში რეგისტრირებულ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეხებათ. ფაქტს გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ილია ინჯიას განცხადებით, საქართველოს ბანკის გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის გვერდის ავლით მოხდა და ეს ქართულ ეკონომიკას დააზიანებს. ილია ინჯიამ ეროვნულ ბანკს ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა.

მაი. 24, 2025 - 15:27
 0
გამოხმაურება ერთ-ერთი ბანკის გადაწყვეტილებაზე

„საქართველოს ბანკმა“ რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის შეზღუდვები დააწესა -  რუსული გამოცემის (РБК) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი კლიენტები ბანკის ბარათით ძვირადღირებულ მაღაზიებში 300 დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას  21 მაისიდან ვეღარ ყიდულობენ.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ შეზღუდვა რუსეთში რეგისტრირებულ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეხებათ. ფაქტს გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ილია ინჯიას განცხადებით, საქართველოს ბანკის გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის გვერდის ავლით მოხდა და ეს ქართულ ეკონომიკას დააზიანებს. ილია ინჯიამ ეროვნულ ბანკს ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow