განაახლეთ თქვენი სამუშაო სივრცე Ozon-თან ერთად: პროდუქტები კომფორტული მუშაობისა და სწავლისთვის რომელიც გამოგადგებათ გაზაფხულის სეზონზე
დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და სწავლობს სახლიდან. სახლიდან მუშაობისას კი, პროდუქტიულობა ხშირად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოხერხებული და კომფორტულია თქვენი სამუშაო სივრცე. როგორ შევქმნათ ამგვარი გარემო სახლში? ჩვენ გიზიარებთ პროდუქტებს, რომელთა შეძენასაც ოზონის ვებ-გვერდზე შეძლებთ. სამუშაო გარემო აუცილებლად უნდა იყოს მშვიდი და კარგად განათებული. იდეალურია, თუ სამუშაო სივრცეს ცალკე ოთახში მოაწყობთ, მაგრამ მისაღებსა და […]


დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და სწავლობს სახლიდან. სახლიდან მუშაობისას კი, პროდუქტიულობა ხშირად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოხერხებული და კომფორტულია თქვენი სამუშაო სივრცე. როგორ შევქმნათ ამგვარი გარემო სახლში? ჩვენ გიზიარებთ პროდუქტებს, რომელთა შეძენასაც ოზონის ვებ-გვერდზე შეძლებთ.
სამუშაო გარემო აუცილებლად უნდა იყოს მშვიდი და კარგად განათებული. იდეალურია, თუ სამუშაო სივრცეს ცალკე ოთახში მოაწყობთ, მაგრამ მისაღებსა და საძინებელ ოთახშიც შესაძლებელია კომფორტული კუთხის მოწყობა. იდეალური ლოკაციის შერჩევის შემდეგ,შეგიძლიათ დაიწყოთ სივრცის ორგანიზებაზე ფიქრი.
სამუშაო ადგილის ძირითადი ელემენტები
სამუშაო მაგიდა საკმარისად ფართო უნდა იყოს კომპიუტერის, დოკუმენტების და სხვა საჭირო ნივთების განსათავსებლად. მაგიდის ოპტიმალური სიმაღლეა 70-75 სმ. მაგიდასთან უნდა მოთავსდეთ ისე, რომ მტევნები იდაყვის დონეზე განათავსოთ. ოზონზე სამუშაო მაგიდების უამრავ ვარიანტს აღმოაჩენთ, როგორიცაა: ლოფტის სტილის მაგიდები – იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს მინიმალიზმი და სურს შექმნას თანამედროვე ინტერიერი. აგრეთვე ჩვენს ვებ-გვერდზე შეძლებთ შეიძინოთ მაგიდა ტრანსფორმერები, რომელიც შესანიშნავია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კომფორტული სამუშაო სივრცის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ერგონომიული სავარძელი. მასში საკმაოდ დიდ დროს გაატარებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია აირჩიოთ ყველაზე კომფორტული ვარიანტი. იდეალურ შემთხვევაში, აირჩიეთ ვარიანტი, რომელსაც სიმაღლის გარდა ექნება თავის, ხელებისა და საზურგე ნაწილების მორგების ფუნქცია. კარგი იქნება, თუ სავარძელს ექნება ფეხების საყრდენიც.
სავარძელი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან მასში საკმაოდ დიდ დროს გაატარებთ.
ასევე ყურადღება მიაქციეთ განათებასა და მონიტორის განთავსების სიმაღლეს. მონიტორის სამაგრი საშუალებას მოგცემთ მარტივად დაარეგულიროთ მისი სიმაღლე, დახრილობა და ბრუნვის კუთხე.რაც შეეხება განათებას,გამოიყენეთ ნეონის ნათება – მისი სიკაშკაშე რეგულირდება დღის მანძილზე ოთახში არსებული სინათლის მიხედვით და ქმნის მყუდრო ატმოსფეროს ფერთა მონაცვლეობით.
სივრცის ორგანიზება და საყვარელი დეტალები
ძირითადი ელემენტების მოწყობის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ყველა საჭირო ნივთი, საოფისე ინვენტარი და დოკუმენტაცია დააორგანიზოთ, რათა მათი გამოყენება მოსახერხებელი იყოს სამუშაო პროცესში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შეიქმნას სწორი ატმოსფერო, რომელშიც სამუშაო პროცესი იქნება მაქსიმალურად პროდუქტიული. მოაწყვეთ სივრცე თქვენი სურვილისამებრ: ზოგიერთი ადამიანი უპირატესობას მინიმალიზმს ანიჭებს, ზოგს კი ურჩევნია მუშაობის პროცესში, ყველა საჭირო ნივთი გარშემო ჰქონდეს. გიზიარებთ ოზონის ტოპ 5 პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ კომფორტული სამუშაო ადგილის შექმნაში.
· მრავალფუნქციური კედლის თარო. ეს მინიმალისტური აქსესუარი დაგეხმარებათ საოფისე ნივთების, წიგნების და სხვა წვრილმანების ორგანიზებაში. ასევე, თუ დეკორატიული ნივთების მოყვარული ხართ, ამ თაროზე უამრავი ნივთის განთავსებას შეძლებთ.
· მაგიდის ქვეშ დასამაგრებელი უჯრა. დამატებითი სივრცე საჭირო ნივთების შესანახად. რაც მთავარია, უჯრა ძალიან მარტივად მონტაჟდება, ზედმეტი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე, საჭიროების შემთხვევაში კი, მის გადატანას სხვა ადგილას უპრობლემოდ შეძლებთ.
· ყურსასმენის დამჭერი. შესანიშნავად ერგება ყველაზე მინიმალისტურ დიზაინსაც კი და დაგეხმარებათ ყურსასმენების ესთეტიურად განთავსებაში.
· ვებ-კამერის ჩამკეტი კონფიდენციალურობისთვის. საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ კონფიდენციალურობა და პირადი სივრცე მთელი დღის მანძილზე.
· მაუსის დაფა საინტერესო პრინტებით. მაუსის დაფა საინტერესო პრინტებით აღმოსავლური ხალიჩა, დაფა სასარგებლო წარწერებითა და განათებით და ასევე კატის თათის ფორმის დაფა.
ამგვარი სივრცის მოწყობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. იდეალური სამუშაო სივრცე: ზრდის პროდუქტიულობას, აუმჯობესებს განწყობას და სამუშაო დღეებს უფრო სასიამოვნოს ხდის. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, დაამატეთ სივრცეს საკუთარი შტრიხები, რათა თქვენი სამუშაო ადგილი მაქსიმალურად კომფორტული გახდეს. და, რა თქმა უნდა, ყველა საჭირო პროდუქტის პოვნას ოზონზე შეძლებთ!
What's Your Reaction?






