გერმანიაში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

ბერლინში ჩეჩენი მოკრივის აბუ იუსუპოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა გერმანულ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს....

ივნ. 18, 2025 - 18:57
 0
გერმანიაში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
ბერლინში ჩეჩენი მოკრივის აბუ იუსუპოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა გერმანულ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. შემთხვევა გეზუნდბრუნენის რაიონის მატარებლის სადგურზე მოხდა, სადაც იუსუპოვსა და მის სავარაუდო მკვლელს შორის კონფლიქტი დაიწყო.

მოწმეების თქმით, დაპირისპირება მალევე ძალადობაში გადაიზარდა — თავდამსხმელმა იუსუპოვს ყელის არეში დანით დაზიანება მიაყენა. მძიმე ჭრილობის გამო სპორტსმენი ადგილზევე გარდაიცვალა. ტრაგედია გასულ კვირას დაფიქსირდა და მასშტაბური გამოძიებაც უკვე დაწყებულია.

აბუ იუსუპოვი გერმანიის სახელით ასპარეზობდა და პროფესიონალურ რინგზე ერთიც არ ჰქონდა წაგებული. ბოლო შეხვედრა 2025 წელს გამართა ქართველ გიორგი კანდელაკთან და გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა. სპორტსმენის მკვლელობა დიდ რეზონანსს იწვევს როგორც სპორტულ, ისე საზოგადოებრივ წრეებში.









What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow