"გვარდიოლამ გარკვეულწილად ფეხბურთი დააზიანა" - მესი ყოფილ მწვრთნელზე

ლეგენდარული ფეხბურთელი ლიონელ მესი, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პეპ გვარდიოლას გავლენას მსოფლიო ფეხბურთზე...

აპრ. 19, 2025 - 17:27
 0
"გვარდიოლამ გარკვეულწილად ფეხბურთი დააზიანა" - მესი ყოფილ მწვრთნელზე
ლეგენდარული ფეხბურთელი ლიონელ მესი, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პეპ გვარდიოლას გავლენას მსოფლიო ფეხბურთზე. "ის თითქოს სხვა სამყაროდან არის", – განაცხადა მესიმ Simplemente Futbol-სთან საუბარში.

მისი თქმით, გვარდიოლა უნიკალური ხედვით გამოირჩევა და ისეთ დეტალებს ამჩნევს, რაც სხვებისათვის შეუმჩნეველი რჩება. მესიმ აღნიშნა, რომ პეპმა ფეხბურთი სამუდამოდ შეცვალა: "ის იმდენად გავლენიანი იყო, რომ ყველა გუნდი ცდილობდა ჩვენი ბარსელონას სტილის კოპირებას."

თუმცა, როგორც მესი ამბობს, ამ დიდმა გავლენამ შესაძლოა გარკვეულწილად ზიანიც კი მიაყენა ფეხბურთს: "ფაქტობრივად, მან ზარალიც მიაყენა ფეხბურთს – ყველა ცდილობდა გვარდიოლას ბარსელონას მსგავსი სტილით ეთამაშა, თუმცა უმეტესობას ამისთვის რესურსი ან შესაბამისი მოთამაშეები არ გააჩნდა."


What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow