"გვერდით მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა" - რას წერს "მამარდა" გიორგი ლორიაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს. ის ბოლო შეხვედრას ფარერების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:“მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს. ლორი ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის - და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი.ბევრი რამ ვისწავლე მისგან და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში.მადლობა ყველაფრისთვის - ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე", - წერს მამარდაშვილი.გიორგი ლორიას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს შედგა და სანაკრებო კარიერას 79 მატჩით დაასრულებს.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
“მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს. ლორი ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის - და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი.
ბევრი რამ ვისწავლე მისგან და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში.
მადლობა ყველაფრისთვის - ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე", - წერს მამარდაშვილი.
გიორგი ლორიას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს შედგა და სანაკრებო კარიერას 79 მატჩით დაასრულებს.
What's Your Reaction?






