გვრიტიშვილი: მოსამართლეებისთვის და მათი ოჯახების მიმართ სანქციების დაწესება უსამართლოა
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეებისა და განსაკუთრებით, მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება “უსაფუძვლო და უსამართლოა.” იგი სანქციების დაწესებას “პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებულ” ნაბიჯს უწოდებს. “ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, განპირობებული გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით. ბრიუსელში, ევროკავშირსა, თუ სხვაგან, თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში, არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვის მიუღებელი […]
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეებისა და განსაკუთრებით, მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება “უსაფუძვლო და უსამართლოა.”
იგი სანქციების დაწესებას “პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებულ” ნაბიჯს უწოდებს.
“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, განპირობებული გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით. ბრიუსელში, ევროკავშირსა, თუ სხვაგან, თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში, არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვის მიუღებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი. სასამართლოს გადაწყვეტილებაც შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს.
აქედან გამომდინარე, მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესება, მით უმეტეს, ოჯახის წევრების მიმართ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. პერსონალური სანქციებიც მიუღებელია ჩემი აზრით, მაგრამ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე სანქციების დაწესება. კიდევ გავიმეორებ, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული [გადაწყვეტილება]”, – განაცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
What's Your Reaction?






