გიგა ჭიკაძე დავიდ ონამასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

გიგა ჭიკაძემ კარგად დაიწყო, თუმცა ბოლოსკენ სადავეები გაექცა

აპრ. 27, 2025 - 16:27
 0
გიგა ჭიკაძე დავიდ ონამასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
დღეს გამთენიისას UFC-ში გიგა ჭიკაძის დაპირისპირება გაიმართა დავიდ ონამასთან და სამწუხაროდ, ქართველი მებრძოლი 3-რაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა.

ქვემსუბუქი წონის წარმომადგენელმა, გიგა ჭიკაძემ ბრძოლა არც ისე ცუდად დაიწყო და პირველი რაუნდი უპირატესობით დაასრულა, თუმცა დარჩენილ 2 რაუნდში ონამამ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილების თანხლებით გაიმარჯვა.

ამჟამად გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-12 ადგილზეა. ორგანიზაციაში ჩატარებული 11 ბრძოლის შემდეგ მას რვა გამარჯვება და სამი მარცხი აქვს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow