გივი მაჭარაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა

გივი მაჭარაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა. ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 97 კგ წონით კატეგორიის ფინალში მაჭარაშვილმა საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს მაგომედ ყურბანოვს დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა. დღესვე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კიდევ 2 ბრინჯაოს მედალია. ბრინჯაოს მედლები 70 კგ. წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ და 79 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ მოიპოვეს.

აპრ. 8, 2025 - 23:57
 0
გივი მაჭარაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა

გივი მაჭარაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 97 კგ წონით კატეგორიის ფინალში მაჭარაშვილმა საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს მაგომედ ყურბანოვს დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.

დღესვე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კიდევ 2 ბრინჯაოს მედალია.
ბრინჯაოს მედლები 70 კგ. წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ და 79 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ მოიპოვეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow