გიორგი თავდგირიძე: უვიზო მიმოსვლა კალაძის და კობახიძის ოჯახისთვისაა კომფორტი, სალონებში სასიარულოდ. ჩვენი ოჯახებისთვის საარსებო წყაროა
“ქოცების მხარდამჭერ დედებს, ბებიებს და ცოლებს მივმართავ. რა მომავალს გიმზადებთ ოცნება. უვიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად, ლუკმაპურის საშოვნელად თქვენ შვილებს, შვილიშვილებს და ქმრებს მოუწევთ რუსეთში წასვლა. რუსეთში წასვლა რას ნიშნავს აღარ ავხსნი. ხედავთ როგორ არბევენ ან ფრონტზე ერეკებიან სამუშაოს საძებნელად ჩასულ უცხოტომელებს. იყო დრო და ძლიერად იყო წარმოდგენილი რუსეთში ქართველები. ახლა ? ახლა ძლიერი არალეგალური სათვისტომოები […]


“ქოცების მხარდამჭერ დედებს, ბებიებს და ცოლებს მივმართავ. რა მომავალს გიმზადებთ ოცნება. უვიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად, ლუკმაპურის საშოვნელად თქვენ შვილებს, შვილიშვილებს და ქმრებს მოუწევთ რუსეთში წასვლა. რუსეთში წასვლა რას ნიშნავს აღარ ავხსნი. ხედავთ როგორ არბევენ ან ფრონტზე ერეკებიან სამუშაოს საძებნელად ჩასულ უცხოტომელებს. იყო დრო და ძლიერად იყო წარმოდგენილი რუსეთში ქართველები. ახლა ? ახლა ძლიერი არალეგალური სათვისტომოები ყავთ ყველა უცხოტომელს, მაგრამ არ ეყოლება ქართველებს. არც კავშირები ექნებათ ადმინისტრაციებში თუ პოლიციაში. მოკლედ, წავა ჯანმრთელი ჩამოვა სულიერად ან ფიზიკურად სახიჩარი, ისიც თუ ჩამოვიდა. რა ვიცი მზად ხართ ეფემერული ოდიპ სტეიტის შიშით, რუსეთში გაუშვათ თქვენი ახლობლები? კრიმინალური რუსეთისთვის გაწიროთ ახალგაზრდობა? თუ მართლა ჩინეთის იმედი გაქვთ? იაფი მუშახელის სამყაროში, რამდენად მათხოვრული ხელფასით უნდა დაკმაყოფილდეს ქართველი, რომ ჩინელს კონკურენცია გაუწიოს? კარგად დაფიქრდით, უვიზო მიმოსვლა კალაძის და კობახიძის ოჯახისთვისაა კომფორტი, სალონებში სასიარულოდ. ჩვენი ოჯახებისთვის საარსებო წყაროა, დაფასებული და კარგადანაზღაურებადი სამსახურის პოვნის შანსია. დროა ერთად გავისტუმროთ გაქსუებული პოლიტიკოსები ჯანდაბაში. ოცნების რეჟიმი მომხრეებისთვისაც კი სახიფათო ხდება,” – წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე.
What's Your Reaction?






